Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 14:40 საათისთვის 1 აშშ დოლარი 2.7250 ლარად ივაჭრება, ეს კი გუშინ სებ-ის მიერ დადგენილ ოფიციალურ კურსთან (2.6866 ლარი ერთი დოლარი) შედარებით 0,0384 ლარით მეტია.
აღსანიშნავია, რომ დღეს პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7000 ლარით დაიწყო, თუ დღის განმავლობაში ზრდა ასეთი ტემპით გაგრძელდა და სებ-ი არ ჩაერია, სავალუტო ინტერვენციებით, დღის ბოლოს ოფიციალური კურსიც მნიშვნელოვნად დაეცემა.
brg.ge დაინტერესდა, რა ღირს ერთი დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში.
ამ დროისთვის სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის გაყიდვა მოქალაქეებს 2.7250-2.7300 ლარად, ხოლო ყიდვა 2.7400-2.7450 ლარად შეუძლიათ.
რაც შეეხება ევროს, მისი შეძენა მოქალაქეებს სავალუტო ჯიხურებში 2.9700-2.9750 ლარად შეუძლიათ; გაყიდვა კი 2.9400-2.9450 ლარად.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6866 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9005 ლარია.
ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.