ბაზარზე ლარის დეპოზიტებისა და უცხოური ვალუტის სესხების ზრდა მიმდინარეობს, რაც სავალუტო ბაზარზე ერთდროულად ლარზე მოთხოვნასა და დოლარის მიწოდების ზრდას განაპირობებს.
მიუხედავად ამისა, TBC Capital პროგნოზირებს, რომ სამომავლოდ ლარის გამყარების ალბათობა დაბალია.
TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტი საყურადღებოდ მიიჩნევს ივლისის ექსპორტისა და იმპორტის მონაცემებს, რომელიც წინა კვირაში გამოქვეყნდა.
მისი შეფასებით, ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკიდან თვალსაჩინოა, რომ საგარეო ვაჭრობის წლიური ზრდის შემცირებაში საერთაშორისო სასაქონლო ფასების კლებამ არსებითი როლი შეასრულა.
ამასთან, აღსანიშნავია საინვესტიციო იმპორტის კვლავ მზარდი დინამიკა, რაც მიმდინარე წლებში მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, მოსალოდნელი ტენდენციაა.