დღევანდელი, 18 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ისევ 2.6925-ია. ლარი დოლართან მიმართებით უცვლელია.
ევროსთან მიმართებით ლარი 0.19 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.8422 ლარი შეადგინა.
ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3.2789 ლარი, ხოლო ერთი თურქული ლირა 9.61 თეთრი ღირს.