დღევანდელი, 19 ივლისის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსთა შორის ცვლილებამ 0,43 თეთრი შეადგინა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6996 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.94 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 2.9382 ლარი შეადგინა.
1.57 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4871 ლარია.
ერთი თურქული ლირა 8.16 თეთრი ღირს.