დღევანდელი, 27 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.29 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7084 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.37 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ევროს კურსი 2,9337 ლარს შეადგენს.
0.34 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,4215 ლარი გახდა.
ერთი თურქული ლირა 8.40 თეთრი ღირს.