დღევანდელი, 22 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.85 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7122 ლარი გახდა.
ევროსთან მიმართებით ლარი 0,45 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.9558 ლარი შეადგინა.
ლარი 0,36 თეთრით გაუფასურდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის კურსი 3.3965 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.41 თეთრი ღირს.