დღევანდელი, 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით მცირედით, 0.06 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7058 ლარი გახდა.
ევროსთან მიმართებით ეროვნული ვალუტა 0,88 თეთრით გამყარდა და ერთი ევროს ოფიციალური კურსი 2.8519 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი 1,06 თეთრით გამყარდა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის კურსი 3.2686 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.62 თეთრი ღირს.