დღევანდელი, 4 აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.06 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6834 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 2,27 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ევროს კურსი 2,9139 ლარს შეადგენს.
2.29 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,3980 ლარი გახდა.
ერთი თურქული ლირა 8.42 თეთრი ღირს.