დღევანდელი, 4 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 0,83 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6943 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ევროსთან მიმართებით ლარი 0,58 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.9479 ლარი შეადგინა.
ლარი 0,38 თეთრით გამყარდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის კურსი 3,4126 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.32 თეთრი ღირს.