დღევანდელი, 4 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.77 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7061 ლარი გახდა.
ევროსთან მიმართებით ლარი 2.21 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.9104 ლარი შეადგინა.
ლარი 4.39 თეთრით გაუფასურდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის კურსი 3.3607 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.52 თეთრი ღირს.