დღევანდელი, 15 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 1.59 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6582 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 2.41 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9067 ლარს შეადგენს.
2.93 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის (GBP) მიმართ, რომლის ფასი 3,3810 ლარია.
1 თურქული ლირა 8.83 თეთრი ღირს.