დღევანდელი, 10 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით უმნიშვნელოდ გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.01 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6879 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.22 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9427 ლარს შეადგენს.
0.20 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის (GBP) მიმართ, რომლის ფასი 3,4198 ლარია.
1 თურქული ლირა 8.97 თეთრი ღირს.