დღევანდელი, 9 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით უმნიშვნელოდ გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.01 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6878 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.03 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9405 ლარს შეადგენს.
0.63 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის (GBP) მიმართ, რომლის ფასი 3,4218 ლარია.
1 თურქული ლირა 8.98 თეთრი ღირს.