დღევანდელი, 14 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 1,14 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6859 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ევროსთან მიმართებით ლარი 1,85 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.9300 ლარი შეადგინა.
ლარი 4,52 თეთრით გაუფასურდა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის კურსი 3,3990 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.25 თეთრი ღირს.