დღევანდელი, 25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით 1.35 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6681 გახდა.
1.40 თეთრით გამყარდა ლარი ევროსთან მიმართებით და 1 ევროს ღირებულებამ 2.8381 ლარი შეადგინა.
ბრიტანულ სტერლინგთან მიმართებით ლარი 1.95 თეთრით გამყარდა, რომლის კურსი 3.2647 შეადგენს.
ერთი თურქული ლირა 9.81 თეთრი ღირს.