დღევანდელი, 4 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 0.04 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6248 ლარი გახდა.
ლარი გამყარდა ევროს მიმართაც. კურსთა შორის სხვაობამ 1.22 თეთრი შეადგინა და ერთი ევროს ღირებულება 2.8356 ლარია.
1.05 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ, რომლის ღირებულებამ 3. 3177 ლარი შეადგინა.
1 თურქული ლირა 9.80 თეთრი ღირს.