დღევანდელი, 24 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსთა შორის ცვლილებამ 0.17 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7174 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.84 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულება 2.9357 ლარი გახდა.
0.28 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5253 ლარია.
ერთი თურქული ლირა 7.93 თეთრი ღირს.