დღევანდელი, 29 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.70 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6920 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 2.69 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9865 ლარი გახდა.
1,65 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ფასი 3.5516 ლარი გახდა.
თურქული ლირა 7.90 თეთრი ღირს.