დღევანდელი, 17 ივლისის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსთა შორის ცვლილებამ 0,23 თეთრი შეადგინა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6975 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.14 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 2.9492 ლარი შეადგინა.
1.08 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3. 5151 ლარია.
ერთი თურქული ლირა 8.15 თეთრი ღირს.