დღევანდელი, 13 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.49 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6804 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.55 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8892 ლარს შეადგენს.
0,65 თეთრით დაეცა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,3593 ლარია.
ერთი თურქული ლირა 8.32 თეთრი ღირს.