დღევანდელი, 5 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.40 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6648 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 3.93 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8649 ლარს შეადგენს.
დღეს ლარის კურსი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის (GBP) მიმართ 4.93 თეთრით გამყარდა და მისი ფასი 3,3558 ლარია.
1 თურქული ლირა 8.72 თეთრი ღირს.