დღევანდელი, 19 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.30 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7128 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.09 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს კურსი 2,9420 ლარია.
0.89 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,4409 ლარი გახდა.
ერთი თურქული ლირა 8.39 თეთრი ღირს.