დღევანდელი, 8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2,21 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7230 ლარი შეადგენა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 2.05 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9909 ლარი გახდა.
2.18 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ფასი 3.5655 ლარია.
თურქული ლირა 7,95 თეთრი ღირს.