დღევანდელი, 12 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით მცირედით – 0.04 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.6238 ლარი გახდა.
ევროსთან მიმართებით კი ლარი 0.48 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8109 ლარი გახდა.
1.31 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ღირებულება 3.2706 ლარს შეადგენს.
1 თურქული ლირა 9.97 თეთრი ღირს.