ლარის კურსმა აშშ დოლარის მიმართ გამყარების ტენდენცია 29 მარტის ვაჭრობის შედეგადაც გააგრძელა. ლარის კურსის ცვლილებამ დოლართან 0.57 თეთრი შეადგინა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5655 ლარი გახდა.
ლარი ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა, ამჯერად, 0.23 თეთრით. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთი ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7851 ლარი შეადგინა.
0.12 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP). ერთი ფუნტი სტერლინგის ფასი 3.1666 ლარია.
თურქული ლირა 13.41 თეთრი ღირს.