TBC Capital– ის პროგნოზით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით კიდევ გაუფასურდება და 2024 წლის ბოლოსათვის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი დაახლოებით 2.8 ნიშნულს მიაღწევს.
რაც შეეხება უფრო გრძელვადიან პროგნოზს, შემდგომ ლარის გამყარებას ითვალისწინებს.
“აღსანიშნავია, რომ მოლოდინების ცვლილებისას, როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, სენტიმენტების ფაქტორი ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებს”,- აღნიშნულია TBC Capital– ის თვის მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში.
სექტემბრის მეორე ნახევრამდე ისტორიულად მაღალ სავალუტო შემოდინებებს ლარის გაცვლით კურსზე დიდ გავლენა არ მოუხდენია. უფრო მეტიც, სებ-ს აგვისტოში სავალუტო რეზერვების შევსების საშუალებაც კი ჰქონდა. ხოლო თვის მეორე ნახევრიდან ლარზე ნეგატიური ზეწოლა გაძლიერდა და მცირედ გაუფასურებაში გამოიხატა.