1 კგ. ნიორი სუპერმარკეტებსა და ბაზრებში ამჟამად საშუალოდ 12-13 ლარი ღირს. ადგილობრივი წარმოება მცირეა, შესაბამისად, საცალო ბაზრის დიდი ნაწილი უცხოეთიდან იმპორტირებულ ნიორს უკავია.
ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ნიორი თითქმის 700%-იანი ფასნამატით იყიდება. მაშინ, როცა ერთი კილოგრამის იმპორტი ქვეყანას წელს საშუალოდ $1.55 უჯდება.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ სულ $240.91 ათასის ღირებულების 419.87 ტონა ნიორი იყიდა, საშუალო ფასი კილოგრამზე $0.57-ს შეადგენდა (არსებული კურსით 1.55 ლარი).
შარშან ანალოგიურ პერიოდში ერთი კილოგრამის იმპორტი საშუალოდ $0.77 ჯდებოდა. 2023 წლის სამ თვეში საქართველომ $276.68 ათასის ღირებულების 359.26 ტონა ნიორი იყიდა.
საქართველოში ნიორი ყველაზე დიდი რაოდენობით ირანიდან შემოდის.
ნივრის იმპორტი ქვეყნების მიხედვით:
- ირანიდან- 266.96 ტონა($150.92 ათასი); მეორე ადგილზეა
- ჩინეთი- 145 ტონა($85.58 ათასი);
- თურქეთი- 7.9 ტონა($4.4 ათასი).