თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ მიესალმება, თუ რუსეთთან სავიზო რეჟიმი გაუქმდება და პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება.
„თქვენ იცით, რომ ცალმხრივად იყო ყველაფერი გაკეთებული, სანქცირებული ჰყავდათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, შემოღებული იყო ვიზები, აკრძალული იყო პირდაპირი ფრენები. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს მათი გადასაწყვეტია და მათ უნდა მიიღონ. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით, თუნდაც პირდაპირ ფრენებს და თუნდაც უვიზო მიმოსვლას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, – ეს თბილისის მერმა რუსეთის დუმის დეპუტატის – ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადების შემდეგ თქვა, რომელმაც განაცხადა, რომ მოსკოვი და თბილისი პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და ვიზების გაუქმების შესახებ „გადაწყვეტილების ზღვარზე“ არიან.