ისრაელის სოფლის მეურნეობა მუშახელის დეფიციტს განიცდის. ეს სექტორი ისრაელი-ჰამასის ომმა დააზარალა.
ფერმერული მეურნეობებში დასაქმებული 30 000 უცხოელიდან დაახლოებით 8000-მა დატოვა ისრაელი.
7 ოქტომბერს განხორციელებული მკვლელობის დროს, ჰამასის ტერორისტებმა ღაზაში ათობით უცხოელი მუშა მოკლეს და რამდენიმე ათეული მძევლად აიყვანეს.
ამავდროულად, 20 000 პალესტინელს, რომლებიც ასევე სოფლის მეურნეობაში იყო დასაქმებული, ქვეყანაში შესვლა აეკრძალა.
ისრაელის მინისტრთა კაბინეტი იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც ისრაელის კომპანიებს საშუალებას აძლევს ქვეყანაში ჩამოიყვანონ უცხოელები სოფლის მეურნეობის სექტორში სამუშაოდ.
შრი-ლანკელი მუშები ისრაელში უახლოეს კვირებში უნდა ჩავიდნენ.
ისრაელში უკვე 4500 პირია დასაქმებული შრი-ლანკიდან. მათი უმეტესობა ადგილობრივ ოჯახებში მომვლელებად მუშაობს.