ისრაელი მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების მკვეთრ ვარდნას და ეკონომიკური აქტივობის კლებას განიცდის. 2023 წლის დასაწყისში ინვესტიციებმა 60%-ით იკლო.
ისრაელის ფინანსთა სამინისტრო, სიტუაციის გაუარესებას გლობალური და ადგილობრივი არაპროგნოზირებადი გარემოთი ხსნის.
2023 წლის პირველ კვარტალში ისრაელში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 60%-ით შემცირდა ბოლო წლების საშუალო კვარტალურ მაჩვენებელთან შედარებით.
როგორც ანგარიშშია ასახული, ერთი მესამედით შემცირდა ინვესტორების და საინვესტიციო გარიგებების რაოდენობა.
კრიტიკოსების თქმით, ისრაელის პრემიერ მინისტრის – ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესებმა სიტუაცია ბოლომდე გააუარესა, გამოიწვია უპრეცედენტო პოლიტიკური და სოციალური არეულობა.
2022 წელს ისრაელში ინვესტიციებმა $29,32 მილიარდს მიაღწია, აქედან, 72% აშშ-დან და 8% დიდი ბრიტანეთიდან შევიდა. ინვესტიციების 54% მიმართული იყო IT და საწარმოთა პროგრამული უზრუნველყოფის სექტორზე.
წელს პირველ კვარტალში კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები $2,6 მილიარდამდე დაეცა. ასევე, შეამცირეს ინვესტიციების განხორციელება ქვეყანაში მოქმედმა უცხოურმა კომპანიებმა.
ისრაელის საფინანსო სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მკვეთრი ეკონომიკური ვარდნის გზაზე დგას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებასაც.
იმავე თვის ბოლოს The Times წერდა, რომ ისრაელის ათიათასობით მოქალაქე ემიგრაციას გეგმავს მათი თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და ცხოვრების ხარისხის გაუარესების გამო.