ირანი და თურქეთი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ. ის ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო ზოლში მდებარე ქალაქ ხოიში განთავსდება.
ხოი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასაზღვრო საბაჟო პუნქტია ამ რეგიონში.
ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე წინა კვირას ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთში შეთანხმდნენ. მათი თქმით, ეს გაზრდის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვას და შექმნის ეკონომიკურ კეთილდღეობას სასაზღვრო რეგიონში.
ოფიციალური პირების თქმით, ორივე ქვეყანას სურს, ძლიერი ბლოკის შექმნა რეგიონში.
ირანის პრეზიდენტმა თქვა, რომ თურქეთი არის „მეზობელი მუსლიმური ქვეყანა და ირანის მნიშვნელოვანი კომერციული და ეკონომიკური პარტნიორი. ჩვენი მიზანია, სავაჭრო ბრუნვამ $30 მილიარდს მიაღწიოს. მიზნის მიღწევა შესაძლებელია არსებული შესაძლებლობებით“.
თურქეთისა და ირანის პირველმა პირებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სავაჭრო, ენერგეტიკულ და თავდაცვის ინდუსტრიაში