საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრი ფართო კონსულტაციების შედეგად შეარჩევენ და ამ პროცესში „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთვება. რაც შეეხება ახალ მინისტრს, კობახიძის თქმით, ეს კანდიდატურასთან დაკავსირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის,
„ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ არის. ჩვენ გვექნება კონსულტაციები გუნდის წევრებთან და ასევე, შეიძლება, დარგის წარმომადგენლებთან. ჯანსაღი პროცესი გვექნება. გუნდის წევრებზე რომ მაქვს საუბარი, ჩვენი გუნდის ლიდერი და საპატიო თავმჯდომარეა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა, სადაც საჭიროა გუნდთან კონსულტაციები, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილია. რაც შეეხება იმას, ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, ეს ფართო კონსულტაციებით უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა ხობახიძემ.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, პრემიერმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ამის მიზეზი „უწყების მართვასა და დარგის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში არსებული პრობლემები” გახდა.