ნიდერლანდების სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს შეფასებამ აჩვენა, რომ ჰოლანდიის ეკონომიკა ზედიზედ მეორე კვარტალია მცირდება, რაც ქვეყანაში „რბილ რეცესიაზე“ მიუთითებს.
მეორე კვარტალში ეკონომიკა 0,3%-ით შემცირდა.
ჰოლანდიელებმა გართობასა და დასვენებაში მესამე კვარტალში ბევრი დახარჯეს, მაგრამ ნაკლები ავეჯი და ტანსაცმელი იყიდეს, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკის შენელებაში.
გაიზარდა იმპორტი და შემცირდა ექსპორტი, განსაკუთრებით, ჰოლანდიის ქიმიური სექტორიდან. ამ მაჩვენებლების გაანალიზების საფუძველზე, სტატისტიკის სამსახურმა დაასკვნა, რომ „ნიდერლანდები რბილ რეცესიაშია“.
ჰოლანდიის ეკონომიკა უფრო სწრაფად და ძლიერად გამოჯანმრთელდა, ვიდრე დანარჩენი ევროპა COVID-19-ით გამოწვეული ვარდნის შემდეგ, მაგრამ გასული წლის განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა.
მეორე კვარტალში საფრანგეთსა და ბელგიაში ეკონომიკის ზრდა შესაბამისად 0.5% და 0.2% იყო.
ნიდერლანდებში ინფლაციამ 10,3%-ს მიაღწია ივლისში, პირველად, 1975 წლის შემდეგ, რაც გამოწვეულია ენერგორესურსების და სურსათის გაძვირებით. გაიზარდა ქირის ფასებიც.
სტატისტიკის სამსახურის შეფასებით, ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-მა, ევროკავშირმა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედეს.