საქართველოში ინტერნეტით პროდუქციის და მომსახურების შეძენის მაჩვენებელი იზრდება.
საქსტატის მონაცემებით, ბოლო 12 თვეში 15 წლის და უფროსი ასაკის ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 31.3%-მა ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი ან მომსახურება.
ინტერნეტით ვაჭრობის მაჩვენებელი განსხვავდება დასახლების ტიპის და მომხმარებელთა ასაკის მიხედვით. კერძოდ, საქალაქო დასახლებებში ინტერნეტით პროდუქციას მომხმარებლების – 37.3% ყიდულობს, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 19.9%.
სქესის მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები ქალებისათვის 32.4%-ს, კაცებისათვის კი 29.9%-ს შეადგენს. რაც შეეხება ინტერნეტით სარგებლობას ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, მაჩვენებლები განსხვავებულია: ინტერნეტით პროდუქციას და მომსახურებას 15-29 წლის ასაკის მომხმარებლების- 48.4% ყიდულობს, 30-59 წლის ასაკის მოსახლეობაში აღნიშნული მაჩვენებელი- 32.5%-ს შეადგენს, ხოლო 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში – 11.4%-ია.