2023 წლის ივლისში უძრავი ქონების ქირა თვიურად 3.4%-ით გაიზარდა, რაც აჩვენებს, რომ თბილისის უძრავი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობამ კიდევ უფრო მოიმატა.
Galt&Taggart-ის მიერ ჩატარებულმა თბილისის უძრავი ქონების კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ქირის შემოსავლიანობა ივლისის მონაცემებით, წლიურად 11,9%-ს აღწევს, რაც რეკორდული მონაცემია. ამ მაჩვენებელით ქირა უსწრებს როგორც დოლარის, ასევე ლარის დეპოზიტებზე არსებულ წლიურ სარგებელს.
აღსანიშნავია, რომ ქირის შემოსავლიანობით თბილისი უსწრებს რეგიონის დედაქალაქებს, ასევე, სტამბოლს, ბარსელონას, ლისაბონს, ბრიუსელს, ათენს.