2023 წლის ივლისში თბილისში საცხოვრებელი ბინების საშუალო გასაქირავებელი ფასი თვიურად 5%-ით გაიზარდა და $13.1-ს მიაღწია, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 48%-ით აჭარბებს.
გაზრდილი ქირის ფონზე, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონებიდან მიღებული ამონაგები გაიზარდა. კერძოდ, TBC Capital-ის კვლევის მიხედვით, გაქირავებას წლიურად 11.9%-მდე მოგება მოაქვს, რაც წლიურად 2.1%-ით არის გაზრდილი.