შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ივლისში 2,9%-მდე შემცირდა. ეს პირველი შემთხვევაა 2021 წლის მარტის შემდეგ, როდესაც ინფლაცია 3%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა.
ეს მოსალოდნელზე 0,1%-ით დაბალი მაჩვენებელია და ფედერალური რეზერვის(FED) მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილების ალბათობას ზრდის. აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთს სექტემბერში უნდა გადახედოს. ეკონომისტების პროგნოზით, დიდია ალბათობა, რომ FED განაკვეთს სექტემბერში 50 საბაზისო პუნქტით შეამცირებს.
ივლისში აშშ-ში სამომხმარებლო ფასების და საცხოვრებლის ბინების ფასების ინდექსი მაინც მაღალი იყო. აშშ-ში უძრავი ქონების ფასებმა რეკორდულ დონეს მიაღწია. Redfin-ის მონაცემებით, გასულ თვეში, ქირა შემცირდა პირველად 2020 წლის ივნისის შემდეგ.
ენერგომატარებლების ფასების ინდექსი ივლისში უცვლელი დარჩა, ზედიზედ ორი თვის შემცირების შემდეგ. ავიაბილეთების, ტანსაცმლისა და მეორადი ავტომობილების ფასების კლებამ ხელი შეუწყო ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებას.