2023 წელს იაპონური წარმოების ავტომობილებზე ფასების ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია, – მიიჩნევენ ექსპერტები.
Galt&Tasggart-ის შეფასებით, ასეთი პოზიტიური მოლოდინის რამდენიმე მიზეზი არსებობს:
- იაპონურმა ბრენდებმა დიდწილად დაძლიეს ნახევარგამტარების კრიზისი, რაც ამცირებს ფასების ზრდის საჭიროებას;
- 2023 წელს იენის გაუფასურება ზრდის იაპონური ბრენდების კონკურენტულობას საექსპორტო ბაზრებზე;
- იაპონური ავტომწარმოებლები ძირითადად ექსპორტზე არიან ორიენტირებული, მათი ძირითადი საექსპორტო ბაზრები აშშ და ჩინეთია.
2023 წელს აშშ-ში ეკონომიკის შენელებაა მოსალოდნელი, ჩინეთში კი ელექტრომობილებზე სუბსიდიები გაუქმდა, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდა და ფასებზე ზეწოლა ნაკლებად მოსალოდნელია.
აღნიშნული ფაქტორები დადებითად უნდა აისახოს იაპონურ ავტოწარმოებაზე. ეს გარემოება, მათი მხრიდან, ავტომობილების გაძვირებას ნაკლებად მოსალოდნელს გახდის.