იაპონურმა საავტომობილო კონცერნმა Isuzu-მ რუსული ბაზარი დატოვა.
Isuzu-მ ბიზნესი რუსულ კომპანია Sollers-ს გადასცა, რომელთანაც მას ერთობლივი საწარმო ჰქონდა. რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება იმან განაპირობა, რომ კონცერნმა წარმოების განახლება ვერ შეძლო უკრაინის ომისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო.
ომის დაწყების შემდეგ, Isuzu-მ შეაჩერა სატვირთო მანქანების წარმოება ულიანოვსკის ქარხანაში.
Isuzu-მ 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა, რომ რუსეთს დატოვებდა, თუმცა, მას შემდეგ აგრძელებდა მუშაობას.