იაპონია უარყოფითი განაკვეთების პოლიტიკას ასრულებს და რეფინანსირების სესხის პროცენტს ზრდის.
იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა(BOJ) მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი – 0.1%-დან 0.1%-მდე დიაპაზონში გაზარდა.
იაპონიის ბანკი ბოლო ცენტრალური ბანკი იყო მსოფლიოში, რომელსაც უარყოფით საპროცენტო განაკვეთი ჰქონდა. აღნიშნული პოლიტიკას ის რვა წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.
BOJ-მა უარყოფით საპროცენტო განაკვეთზე უარი 2%-იანი ინფლაციის გამო თქვა.
ქვეყანაში ხელფასების 5.28%-იანი მატება ზრდა მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად. ხელფასის ასეთი ზრდა ყველაზე მაღალია 1991 წლიდან. მაღალი ხელფასები იწვევს სამომხმარებლო ხარჯების ზრდას, რაც ზრდის ფასებს და სტიმულს აძლევს შემდგომ ეკონომიკურ ზრდას.
იაპონია დეფლაციას ათწლეულების განმავლობაში ებრძოდა.
2023 წელს ქვეყანაში ინფლაციის 40 წლის მაქსიმუმს მიაღწია. თუმცა, ის მაინც მნიშვნელოვნად დაბალია, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით.