ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 492 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5%-ით მეტი) 2 314 600 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37%-ით მეტი). ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
ნებართვების 74.3% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48% მოდის თბილისზე, 10.8% – ქვემო ქართლის რეგიონზე, 7.9% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 7.6% – კახეთის რეგიონზე.
„აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
2024 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 805.1 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 49.2% მეტი) 841 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1%-ით მეტი),”- აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.