თურქული ლირა აშშ დოლართან მიმართებაში ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ბოლო ვაჭრობის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ფასმა 27,21 ლირა შეადგინა. ლირას კურსი უკვე წლიურად 31%-ით არის გაუფასურებული.
თურქული ვალუტის გაუფასურებას ქვეყანაში მაღალი ინფლაცია და დოლარის სიმყარე იწვევს. თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკა შეცვალა და ბოლო ორი თვეა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა. ბანკის პოლიტიკის შეცვლის შემდეგ, ლირამ ღირებულების დაახლოებით 24% დაკარგა.
ლირას გაუფასურება მაისის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც თურქეთის არჩევნების შედეგები გამოცხადდა და გაიმარჯვა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელიც ამომრჩეველს საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდას დაჰპირდა.