თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50%-ზე შეინარჩუნა.
მარეგულირებელი აცხადებს, რომ გააგრძელებს მკაცრ მონეტარული პოლიტიკას, სანამ ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაცია მნიშვნელოვნად არ შემცირდება.
მარტში, თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 68,5%(აპრილში 67,07% იყო) შეადგინა.
ცენტრალური ბანკის ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი კი 5%-ია. 2024 წლის ბოლოსთვის ფასების ზრდის პროგნოზი 36%-ია. ხოლო მაისში 70%-ზე მაღალი ინფლაციაა მოსალოდნელი.
2023 წლის ივნისში თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 27 თვის განმავლობაში პირველად გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი – 8,5%-დან 15%-მდე. მას შემდეგ ეს მაჩვენებელი 8-ჯერ გაიზარდა.
იანვარში ეს მაჩვენებელი 45% იყო. იგივე დარჩა თებერვალში. ხოლო მარტში განაკვეთი 50%-მდე გაიზარდა.