ივლისში თურქეთში სამომხმარებლო ფასების დონემ 47,83% შეადგინა.
წინა თვის მაჩვენებელი 38,2% იყო.
2022 წლის ოქტომბერში 85%-მდე ზრდის შემდეგ, ინფლაციის ოფიციალურმა მაჩვენებელმა თანდათან შემცირება დაიწყო.
თუმცა, ივლისიდან ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა.
თურქეთის ცენტრალური ბანკის ახალმა პრეზიდენტმა ჰაფიზე გაიე ერკანმა განაცხადა, რომ ინფლაცია დროებით გაიზრდება ლირის კურსის ზრდისა და ფისკალური ღონისძიებების გამო. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი ორჯერ გაზარდა – 8,5%-დან 15%-მდე.
ეკონომისტები დიდი ხანია გამოთქვამენ ეჭვებს ოფიციალურ ინფლაციის მაჩვენებელთან დაკავშირებით. ისინი მიიჩნევენ, რომ რეალურად ინფლაცია გაცილებით მაღალია.