თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი მოულოდნელად, 2,5%-ით გაზარდა – 42.5%-მდე. ხოლო შვიდდღიანი რეპო ოპერაციების განაკვეთი 40%-დან 42,5%-მდე გაიზარდა, – ნათქვამია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.
რეფინანსირების განაკვეთი ყველაზე მაღალია 2003 წლის მარტის შემდეგ. ის მიმდინარე წლის ივნისიდან ზედიზედ შვიდჯერ გაიზარდა და სულ 34%-ით მოიმატა.
თურქეთის ცენტრალური ბანკი ვარაუდობს, რომ განაკვეთების ზრდის ციკლს უახლოეს მომავალში დაასრულებს, რადგან ინფლაციის შესამცირებლად საჭირო დონეს თითქმის მიაღწია.
თურქეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ნოემბერში თურქეთში ინფლაცია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 62%-მდე დაჩქარდა და 11 თვის მაქსიმუმს მიაღწია. ოქტომბერში ფასების ზრდამ 61,4% შეადგინა.
ცნობისთვის, ინფლაციის აღნიშნული დინამიკა შეესაბამება ცენტრალური ბანკის პროგნოზებს.
ლირა ცენტრალური ბანკის სხდომის შემდეგ გაიაფდა და 1 აშშ დოლარის კურსი 29,1607 ლირას შეადგენს. წინა ვაჭრობის დროს მისი ფასი 29,1333 ლირა იყო.