თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად Wall Street-ის ყოფილი აღმასრულებელი მენეჯერი დანიშნა.
ჰაფიზ გაიე ერკანი American First Republic Bank-ის ყოფილი დირექტორი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის – Goldman Sachs-ის მმართველი დირექტორია. ის ცენტრალური ბანკის პირველი ქალი მმართველი იქნება.
ეკონომისტების შეფასებით, თურქეთის ლიდერი ამ გადაწყვეტილებით ცდილობს, შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება და დაძლიოს რეკორდული ინფლაცია.
აპრილში, არჩევნების წინ, ერდოღანმა განაცხადა, გააძლიერებდა ეკონომიკურ პოლიტიკას. ამავე მიზნით მან ფინანსთა მინისტრად Merrill Lynch-ის ეკონომისტი მეჰმეთ შიმშეკი დანიშვნა.
შიმშეკი ცნობილია იმით, რომ ეწინააღმდეგებოდა თურქეთის ლიდერის ეკონომიკურ პოლიტიკას, კერძოდ, რეფინანსირების განაკვეთების შემცირებას ინფლაციის ზრდის ფონზე.
თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის – საჰაპ კავჩიოღლუს დროს, საპროცენტო განაკვეთი 8,5%-მდე შემცირდა. ერდოღანს საპროცენტო განაკვეთების შემცირებით სურდა იაფი ინვესტიციების მოზიდვა და ფასების ხელოვნურად შეკავება, მაგრამ ინფლაცია თურქეთში კიდევ უფრო გაიზარდა და გასული წლის ბოლოს 85%-იან წლიურ განაკვეთს მიაღწია. ეს აისახა თურქული ლირას ფასზე, რომელიც მკვეთრად დაეცა.
თურქეთის პრეზიდენტმა ახალი მინისტრთა კაბინეტი წინა კვირას წარადგინა.