TBC Capital-ის მონაცემებით, თებერვლის თვეში დედაქალაქში უძრავი ქონების გასაქირავებელი ფასი $12-ს გაუტოლდა და წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 5%-ით შემცირდა.
ამასთან, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონებიდან ამონაგები 10.5%-ს შეადგენს, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონებიდან მიღებული ამონაგები ჩამორჩება კომერციულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტების წლიურ საპროცენტო განაკვეთს, ბოლო თვეებში ამ უკანასკნელის შემცირების მიუხედავად.
სებ-ის მონაცემებით, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე წლიური სარგებელი 10,60%-დან თებერვალში 10.08%-მდეა შემცირებული, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე იანვარში არსებული 2.05%-დან 1.99%-მდე.