საქართველოში კიდევ ერთი ბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia France შემოდის.
ფრანგული ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისების შესრულებას 2025 წლიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
Transavia France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 2025 წლის 9 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.
Transavia France ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც Air France-ისა და ჰოლანდიური Transavia-ს მფლობელობაში შედის. მისი ძირითადი ბაზა პარიზის, ორლის აეროპორტში მდებარეობს.
რაც შეეხება ფასებს, პირველი რეისი თბილისიდან პარიზის მიმართულებით 9 აპრილს შესრულდება და მგზავრობის ფასი 119 ევრო იქნება, თუმცა გარკვეულ თარიღებში ფრენის ღირებულება 190 ევროდან დაიწყება და 550 ევროს მიაღწევს. ხოლო პარიზიდან თბილისის მიმართულებით, ბილეთის საშუალო ღირებულება 120 ევროს შეადგენს.