სავალუტო რეზერვები მცირდება, სებ-ის ნაყიდი ოქროს ფასი კი იზრდება
სექტემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები $126 მილიონით შემცირდა, აგვისტოს $167 მილიონიანი მატების შემდეგ. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშშია მითითებული.
01.10.2024 -ის მდგომარეობით, ქვეყნის სარეზერვო აქტივები $4.671 მილიარდია. აქედან, $603.5 მილიონის ოქროა და $3.635 მლრდ-ის ღირებულების კი სავალუტო რეზერვი.
რეზერვებზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს სავალუტო ინტერვენციებით წმინდა შესყიდვები, მთავრობის მიერ მიღებული სავალუტო ჩარიცხვები, რეზერვებზე საპროცენტო შემოსავლები და მონეტარული ოქროს გადაფასება. ხოლო შემცირებას მთავრობის სავალუტო ხარჯები განაპირობებს.
აგვისტოში, საბანკო სისტემაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა $61.6 მლნ შეადგინა. სავალუტო აუქციონებით ეროვნულ ბანკს ინტერვენციები არ განუხორციელებია. სებ-ის წმინდა შესყიდვებმა BMatch პლატფორმაზე კი $41 მილიონი შეადგინა.
სალდო სექტემბერშიც თუ დადებითი დარჩა, სებ-ის მიერ სექტემბრის სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ შევიტყობთ. მთლიანობაში, BMatch ვაჭრობით და სამთავრობო კონვერტაციებით წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით $20.6 მლნ-ით შემცირდა.
აგვისტოში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 20.2 მლნ ლარით, 1,002 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ინტერაქტიული სტატისტიკით, მხოლოდ ის დგინდება, რომ სექტემბერში საფინანსო სისტემას 200 მლნ ლარზე მეტი ლიკვიდობა მოაკლდა მთავრობის ოპერაციებით.
სებ-ის რეზერვებში ოქროს ღირებულება $600 მლნ-ს ასცდა. რეზერვებში მონეტარული ოქროს წილი , რომელიც სებ-მა ამ წლის მარტში დაამატა(სებ-მა $0.5 მილიარდის 7 ტ 999.9 სინჯის მონეტარული ოქრო საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონში შეიძინა), უკვე 16%-ზე მეტია. მთლიან სარეზერვო აქტივებში ($4.6 მლრდ) კი ოქროს წილი 13%-მდეა. ოქრო გლობალურად გაძვირებულია. ანალიტიკოსების განმარტებით, ძვირფას მეტალს ცენტრალური ბანკების მხრიდან გაზრდილი შესყიდვები აძვირებს. ასევე აზიელი ინვესტორების, განსაკუთრებით კი ჩინელი ინვესტორების გააქტიურება. ოქროს გაძვირება წინასაარჩევნო პერიოდისთვისაც არის დამახასიათებელი. არჩევნები ახლოვდება სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის, აშშ-ში. ზოგიერთი საინვესტიციო ბანკი 2025 წლისთვის ოქროს $2 700 -მდე გაძვირებასაც უწინასწარმეტყველებს. გლობალური ტენდენცია საქართველოს ბაზარზეც აისახა, სადაც პერიოდიც წინასაარჩევნოა.
სარეზერვო აქტივები რეზერვები ოქრო
$ 5 118 801 000 | $4 665 802,600 | —- | 11/2023 |
$ 5 121 730,500 | $4 658 279,700 | —- | 12/2023 |
$ 5 009 602,400 | $4 553 724,900 | —- | 01/2024 |
$ 4 853 202,400 | $4 386 587,700 | —- | 02/2024 |
$ 4 746 320,900 | $4 295 521,400 | —- | 03/2024 |
$ 4 776 893,900 | $3 994 734,300 | 332 152 500 | 04/2024 |
$ 4 814 276,100 | $3 839 217,700 | 529 405 700 | 05/2024 |
$ 4 599 953,500 | $3 601 234,400 | 538 871 700 | 06/2024 |
$ 4 580 962,900 | $3 586 673,300 | 534 890 300 | 07/2024 |
$ 4.671.493.000 | $3 646.414.000 | 556 782 500 | 08/2024 |
$ 4.838.538.000 | $3 794.810.800 | 576 758 500 | 09/2024 |
$ 4.712.421.000 | $3 635.300.000 | 603 515 700 | 10/2024 |