ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატებთან გასაუბრება გუშინ, 23 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ჩატარდა.
კანდიდატების შერჩევის მიზნით შექმნილმა კომისიამ საბჭოს წევრობის 8 მსურველს მოუსმინა.
კომისიის თავმჯდომარე თამარ სულუხია ამბობს, რომ კომისია ჩატარებულ ინტერვიუების თაობაზე იმსჯელებს და მათგან შერჩეული 4 კანდიდატის სიას პრეზიდენტს მიაწვდის.
თამარ სულუხიას თქმით, კომისიამ 28 კანდიდატიდან, კონსენსუსის წესით, 8 კანდიდატი შეარჩია. სიაში მხოლოდ ის აპლიკანტები მოხვდნენ, რომლებსაც ხმა მისცა კომისიის ყველა წევრმა.
გასაუბრების შედეგების შესწავლა კომისიამ თვის ბოლომდე უნდა დაასრულოს და შერჩეული კანდიდატები პრეზიდენტს 1 მაისამდე წარუდგინოს.